ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში
საზოგადოება - 18:51, 05 May, 2014     1072

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (მე-2, 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა, რომლებსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს ორგანიზებას. IFES-ი უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია, რაც მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უწევს ფასილიტაციას და საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მემორანდუმს დღეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასევე თანხმდებიან იხელმძღვანელონ დოკუმენტში გაწერილი განმარტებებით. სურვილის შემთხვევაში, მემორანდუმს ასევე შეუძლიათ შემოუერთდნენ პოლიტიკური პარტიები.

ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008, 2010, 2012 და 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

Ø საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

Ø თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია

არასამთავრობო ორგანიზაციები:

Ø „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“,

Ø საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი,

Ø საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,

Ø სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,

Ø სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი,

Ø სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

Ø „ახალი თაობა - ახალი ინიციატივია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42