საპატრიარქოს ყოფილი პათანატომიის კათედრის შენობა გადაეცა
საზოგადოება - 15:40, 05 May, 2014     2029
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცა არა ყოფილი "მიხაილოვის" საავადმყოფოს შენობა და ტერიტორია , არამედ ამ ტერიტორიიდან გამიჯნული ნაწილი - ყოფილი პათანატომიის კათედრის შენობა.

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საზოგადოების გარკვეული წევრების მიერ არასწორი ინტერპრეტაციის გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის N726 განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცა არა ე.წ. ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოს" შენობა და ტერიტორია, არამედ ამ ტერიტორიიდან გამიჯნული ნაწილი - ყოფილი პათანოტიმიის კათედრის შენობა (საკადასტრო კოდი N01.16.05.013.045).

საპატრიარქოს განცხადებით, ამ ადგილას მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი აშენდა შპს. ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოსთან" (ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო) ერთად.

კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი გადაკეთდა პათანატომიის კათედრის აუდიტორიად, ხოლო ტაძრის საკურთხეველს მიუშენეს შენობა, სადაც განათავსეს პროზექტურა და სტუდენტებს უტარდებოდათ პრაქტიკული მეცადინეობა. 1996 წელს ტაძარს დაუბრუნდა პირვანდელი სახე და მას შემდეგ რეგულარულად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ხოლო ზემოხსენებულ შენობა-ნაგებობებს ტაძარი იყენებდა სატრაპეზოდ. საპატრიარქოს დაგეგმილი აქვს გადაცემულ უძრავ ქონებაში განათავსოს საკვირაო სკოლა, ხატწერისა და გალობის სახელოსნოები", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42