დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით გია ნოდია სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ უნდა ეწყინოს, თუ ამ დანაშაულში თანამონაწილეობა დაბრალდა.
გია ნოდია: „ნოშიკოს“ თუ „ნოშრიკოს“ (რომელია სწორი?) რა კონკრეტული ანგარიშები და მოტივები ჰქონდა დავით კოდუასთან, ან რატომ იბრალებს, რომ მარტომ სცემა, შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ და არც არის აუცილებელი. მთავარი სხვაა. ჯერჯერობით ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს იჯერებდეს ვერსიას, რომ ის ნოშიკო შემთხვევით შეხვდა კოდუას და მარტომ თითქმის სიკვდილამდე სცემა. თუ ასე გააგრძელებს, ესე იგი საზოგადოებას დემონსტრაციულად იკიდებს და იდიოტად მიიჩნევს, იმიტომ, რომ ეს ვერსია თავისთავადაც დაუჯერებელია (არ ჰგავს ეს ნოშიკო-ნოშრიკო ლუკა კურტანიძეს) და მრავალრიცხოვან თვითმხილველთა ვერსიასაც ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას არ უნდა ეწყინოს, თუ ამ დანაშაულში თანამონაწილეობა დაბრალდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს ტენდენციაა. თუნდაც ფარცხალაძესთან ვანოს ღამის დაკითხვა რად ღირს: მთავრობა თავს არ იწუხებს, რომ ოდნავ მაინც დამაჯერებელი ვერსია დადოს. ფილოსოფია ასეთია: ხალხი ან ჩვენია ან ბნელი, ვინც არც ერთი არ არის, იმათ მნიშვნელობა არა აქვს."
მასალის გამოყენების პირობები






