იდენტობა: 17 მაისს დაგეგმილი რუსული პროვოკაციის სქემა გახსნილია
საზოგადოება - 12:41, 05 May, 2014     2470
არასამთავრობო ორგანიზცია „იდენტობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცველელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია 17 მაისს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები საჯარო ღონისძიების გამართვას არ აპირებენ. ამის მიუხედავად, ევრაზიული კავშირის თაოსნობითა და ზოგიერთი სასულიერო პირის ხელშეწყობით ლგბტ ადამიანებზე ნადირობის გამართვას ამ დღეს მაინც აპირებენ. მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს “იდენტობა” ათასობით ჰომოსექსუალის ჩამოყვანას გეგმავდა; მოგვიანებით ამტკიცებდნენ რომ ორგანიაზცია გეი კომედიის ჩვენებას აპირებდა. იდენტობას ოფისში არ გადაღებული ფილმის რეჟისორიც კი გვესტუმრა დაუპატიჟებლად. ასევე ბრალდებოდა იგივე კინოთეატრებს: რუსთაველსა და ამირანს. გასულ ხუთშაბათს, ამ ცრუ ინფორმაციათა უარყოფის შემდეგ, პროვოკაციათა ახალი ტალღა ცირკის, ე.წ. “პლეშკის” ტერიტორიიდან წამოვიდა.

უკანასკნელ დღეებში საზოგადოების ყურადღება გიორგი ჩხარტიშვილმა და ზურაბ შეყილაძემ სხვადასხვა პროვოკაციით მიიქციეს. წარსულში თაღლითობისთვის გასამართლებული გიორგი ჩხარტიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ვახო ოქროპირიძე (მისი ადრინდელი სახელი და გვარი), ასევე როგორც ტრანსგენდერი პირი სახელად მაცაცო/ციცინო, ხოლო წარსულში რამდენიმე ნასამართლეობის მქონე ზურაბ შეყილაძე, როგორც ტრანსგენდერი ზიზი. გიორგი/ვახო/მაცაცო/ციცინო გასული წლის განმავლობაში თავს ასაღებდა “საქართველოს გარემოს დამცველად”, ასევე პოპულარობის მოპოვების მიზნით, გაუპატიურებისათვის ვლადიმერ ბედუკაძეს უჩიოდა და ა.შ. რაც ეხება ზიზის, ის ხშირად მიმართავს სხეულის მძიმე თვითდაზიანების მეთოდს, რომელიც პირველად პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, ციხიდან თავის დაღწევის მიზნით დანების, კოვზებისა და ჩანგლების გადაყლაპვით მიიყენა იმისთვის, რომ მედიის ყურადღება მიიპყროს. ვახტანგ ოქროპირიძის დავალებით, ცირკის ტერიტორიაზე, ის საკუთარი ხელით იხსნის ნაკერებს და შემდეგ მედიას მასზე მომხდარ ცრუ თავდასხმის შესახებ ატყობინებს. უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში მედიით 3 ასეთი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

4 მაისს ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ გიორგი ჩხარტიშვილისვე განმარტებით, ევრაზიული ინსტიტუტის მხარდამჭერმა პირებმა 17 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ მას ტრანსგენდერთა აქციის მოწყობაში ფულადი თანხა, 40.000 ლარი, შესთავაზეს. გარდა ამისა, გიორგი ჩხარტიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ტრანსგენდერ პირებს მოუწოდებდა მონაწილეობა მიეღოთ 17 მაისის აქციაში. სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციისას ის აქციის ორგანიზატორობას ადასტურებდა და აღნიშნავდა, რომ რამდენიმე ტრანსგენდერი პირი, მათ შორის ზიზი (ზურაბ შეყილაძე), მიიღებდა ამ აქციაში მონაწილეობას. ჩხარტიშვილი მონაწილეებს წინასწარ რეგისტრაციას სთავაზობდა რადგან, მისი განცხადებით, რეგისტრირებული პირები პოლიციისგან სპეციალურ “უსაფრთხოების სამაჯურს” მიიღებდნენ. კერძო საუბრებში ის აგრეთვე აცხადებდა რომ საზღვარგარეთიდან რამდენიმე დაქირავებული ტრანსგენდერი პირის ჩამოყვანა იგეგმებოდა.

ჩვენი აზრით, ვახტანგ ოქროპირიძე და ზურაბ შეყილაძე, სხვა პირებთან შეთანხმებით ცდილობენ ხელოვნურად გამოიწვიონ ისეთი ვითარება, რომელიც იმ ჯგუფებს შეუწყობს ხელს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლით არიან დაინტერესებულნი. ამის მაგალითად, 2014 წლის 3 მაისს, ქ. გორში, ტელეკომპანია “თრიალეთთან” მათ მიერ გამართული ის აქცია წარმოადგენს, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში აგრესია და დაძაბულობა გამოიწვია. მათი თქმით, ისინი გადაცემაში “იდენტობას” აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობას აპროტესტებდნენ. სამწუხაროდ, ეროვნულმა მედია საშუალებებმა გადაუმოწმებლად აიტაცეს აღნიშნული პროვოკაცია: “იდენტობას” აღმასრულებელი დირექტორი არც ქალაქ გორშია ნამყოფი და არც გადაცემაში მონაწილეობდა.

ამ პროვოკაციული მეთოდის შესახებ, რომლის გამოყენებაც პრორუსულმა ძალებმა უკრაინაში სცადეს, ჩვენთვის ჯერ კიდევ 22 იანვარს გახდა ცნობილი. ჩვენს მიერ აღნიშნული პირების მიერ ამჯერად საქართველოში დაგეგმილი პროვოკაცია მხოლოდ ისეთი ჯგუფების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან, რომ 17 მაისს იდენტობა და სხვა ორგანიზაციები მათ დარბევის ფორმალურ საბაბსაც კი არ აძლევენ. ამის მიუხედავად, გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ზოგი სასულიერო პირი და ევრაზიის ინსტიტუტი “ლგბტ საპროტესტო მსვლელობას” მაინც აანონსებს. ხალხი მობილიზაციისათვის მათ აუცილებლად სჭირდებათ ფორმალური მტერი და სამიზნე. 17 მაისს, რამდენიმე “ტრანსგენდერის” ორგანიზებული აქცია მათთვის სწორედ ასეთი საბაბი იქნებოდა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ჟურნალისტები დასძლევენ სენსაციური და სკანდალური ამბების გაშუქების ცდუნებას და გადაუმოწმებელი ინფორმაციების უპასუხისმგებლო გაშუქებით კიდევ ერთხელ არ შეუქმნიან საფრთხეს საერო, კონსტიტუციურ წესრიგს საქართველოში რომლის დაცვა სულ უფრო და უფრო რთული ხდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლიანი ნაწილისათვის. ამიტომ,

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ – დაიწყოს ჩვენს მიერ აღნიშნული ფაქტების შესწავლა.

მედია საშუალებებს მივმართავთ თხოვნით – ნუ წარმოაჩენენ აღნიშნულ კრიმინალური წარსულის მქონე პირებს, როგორც ლგბტ აქტივისტებს.

საზოგადოებას კი გვსურს კიდევ ერთხელ გავუმეოროთ – არცერთი მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია 17 მაისს საჯარო ღონისძიების გამართვას არ გეგმავს",- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42