ნოშრევან ნამორაძე დავით კოდუას ბავშვობის მეგობარი იყო
საზოგადოება - 21:33, 03 May, 2014     11830
შსს-ს მიერ დაკავებული ნოშრევან ნამორაძე დავით კოდუას ბავშვობის მეგობარი იყო და მას, მისი შვილის ძიძა, რომელიც თავდასხმისას მასთან ერთად იმყოფებოდა იცნობდა. აღნიშნული განცხადება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ის ეთერში გააკეთა.

“ნოშრევან ნამორაძეს ვიცნობ ოღონდ არა კოდუებისგან, არამედ როგორც “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი, როდესაც ბიგ-ბენთან მომხდარ ინციდენტზე რეპორტაჟს ვამზადებდი. 2006 წელს მან თავისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი კურცხალია დაჭრა. დედაქალაქის ცენტრში მოხდა გარჩევა, რაც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა. ნოშრევან ნამორაძე იყო დავით კოდუას მეგობარიც და მათ ასევე ჰქონდათ გარკვეული უთანხმოება. შემიძლია გითხრათ, რომ ნამორაძეს ჩვენება პირველად არ მიუცია. არჩევნების შემდეგ მან არაერთი ჩვენება მისცა დავით კოდუას წინააღმდეგ და ირწმუნებოდა, რომ დავით კოდუასთან ჰქონდა ბიზნესწილებთან დაკავშირებით დავა. ირაკლი ზაქაიძის, სხვა ბიზნესპარტნიორებისა და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საქმეს მსვლელობა არ მიეცა”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ინციდენტი მოხდა 8 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ტელეწამყვანმა ეთერში რუქაც წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, სათვალთვალო კამერების განლაგება ინციდენტის ტერიტორიაზე.

დავით კოდუას დღეს, თბილისში ქუჩაზე დაესხნენ თავს. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ კოდუა შვილთან და მის ძიძასთან ერთად აბაშიძის ქუჩაზე სილამაზის სალონში იმყოფებოდა.

"დღეს, დღის 15:00 საათისთვის, აბაშიძეზე, დათო კოდუამ ( ერეკლეს ძმამ) სალონში წაიყვანა 4 წლის ბავშვი თმების შესაჭრელად. მას ტელეფონზე დაურეკეს, გარეთ გავიდა და შუა ბარნოვზე თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი. გათიშეს ელექტროშოკებით და შემდეგ სცემეს! ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რეანიმაციულში გადაიყვანეს", - წერს დაზარალებულის რძალი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე".

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ კოდუაზე თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

"შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით", - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42