რუსთავში მძღოლების აქციაზე მორიგი ინციდენტი მოხდა. რამდენიმე წუთის წინ ცივი იარაღის გამოყენებით ერთ-ერთმა პირმა თავი დაიზიანა. როგორც მძღოლები აცხადებენ, მას არ იცნობენ და პირველად ხედავენ. როგორც თავად დაშავებული აცხადებდა, ის "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. სამართალდამცველებმა აღნიშნული პიროვნება დააკავეს.
მძღოლები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ, რომლითაც ქალაქში გამარჯვებული კომპანია "ინტერტრანსის" ახალი მიკროავტობუსები შევიდა.
დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მიზეზი რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც მძღოლები ჩატარებული ტენდერის შედეგებს უკავშირებენ. თუმცა კომპანია "ინტერტრანსი" ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები






