სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, დისციპლინური დარღვევის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და პრობაციის ბიუროების თანამშრომლები დისციპლინური წესით დაისაჯნენ. კერძოდ, სისტემიდან დაითხოვეს ექვსი პირი, სასტიკი საყვედური მიიღო შვიდმა პირმა, ხოლო შვიდ პირს გამოეცხადა საყვედური. გაფრთხილება მიიღო ორმა თანამშრომელმა, შენიშვნა კი ერთმა.
აღნიშნული 23 პირის პასუხისმგებლობა სხვადასხვა ტიპის დისციპლინურმა დარღვევებმა გამოიწვია. აღნიშნული პირების ქმედებებით სხვადასხვა შემთხვევაში დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, პრეზიდენტის N832 ბრძანება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, ასევე უგულვებელყოფილი იქნა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მასალის გამოყენების პირობები






