„გაცნობის დღიდან დღემდე მე და ზურას შორის ასაკობრივი ზღვარი არ მიგრძვნია“, -ამბობს ხათუნა ჟორდანია ამ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით. საკმაოდ გულახდილი იყო „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის მეუღლე ეკა ხოფერიას გადაცემაში.
ხათუნა ჟორდანია: „ზურა თავის ასაკთან შედარებით ბევრად დაღვინებულია, ამიტომაც ზურას ასაკს არასდროს შევუწუხებივარ. შეუღლებამდე ძალიან დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს , ასე ალბათ 3-4 წელი. ვიჩხუბებდით, შევრიგდებოდით.იყო პერიოდი როცა ცალ-ცალკე ვიყავით, რაც ცოლად გავყევი მერე ასეთი რამ არ მომხდარა. შეყვარებულობის პერიოდში მე 3 თვით შვეიცარიაში ვიყავი წასული და სანამ ჩამოვედი ზურას უკვე სასიყვარულო რომანი ჰქონდა ქეთა თოფურიასთან. მერე ეს დამთავრადა და ისევ ერთად ვიყავით. თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩვენს შორის იყო ასაკობრივი სხვაობა და ჩვენ დიდხანს ერთად ვერ ვიქნებოდით. არასერიოზულად ვუყურებდი ამ ურთიერთობას. ბოლოს ზურამ ასე დასვა საკითხი ან ოჯახი, ან არაფერი. “

მასალის გამოყენების პირობები






