შალვა რამიშვილი: „ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს“
საზოგადოება - 15:01, 02 May, 2014     3581
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა! - ამბობს ცნობილი შოუმენი შალვა რამიშვილი რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ლექსში. როგორვ ტელეწამყვანმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, ლექსი, რომლის ავტორიც თავად არის 15 წლის წინ დაიწერა. ახლა შემთხვევით იპოვა და გამოაქვეყნა. თუმცა, ლექსი თავისი შინაარსით იმდენად ესადაგება შალვას დღევანდელობას რომ რამდენიმე დღის წინ დაწერილი გეგონება...


ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
- - - - - - - - - - - -- -- - -
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42