„მე არასდროდ ვიქნები აქაური ე.წ. ბომონდი, რადგან მე ეს მრცხვენია“!!!... აცხადებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი შერონ მარი და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხსნის თუ რატომ უჭირს საქართველოში მოღვაწეობა და ივენთების ორგანიზატორებთან ურთიერთობა.შერონ მარი: „საქართველოში მხოლოდ იციან დაპირება და სხვა არაფერი. აქ მხოლოდ იციან უხარისხო ივენთები დაუხვეწავი რაღაც რაღაცეები... არიან მხოლიდ ფულზე მოტივირებულნი და ზუსტად ეს არის მიზეზი თუ მე რატომ მიჭირს საქართველოში უხარისხო ივენთებთან და მათ ორგანიზატორებთან თანამშრომლობა... ზუსტად ეს არის მიზეზი თუ მე რატომ ვარ ცნობილი საზღვრებს გარეთ და წარმატებული დიზაინერი. მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ საქართველოში უარი ვთქვი „ძიშოვ“ უგემოვნო რაღაც რაღაცეებზე... თუმცა, მათ ჰგონიათ რომ მაგარს აკეთებენ ... ვარ კრიტიკულად განწყობილი ქართულ ე.წ. ბომონდებთან, რომლებიც არიან ფენა ნული, სინამდვილეში ადამიანები რომლებიც თავს იწონებენ მხოლოდ „ძიშოვი“ რაღაცეებით და ადამიანები რომლებსაც მხოლოდ ლაქლაქი შეუძლიათ და სინამდვილეში ვერაფერს აკეთებენ...მეამაყება რომ არ ვარ ამ საზოგადოების წევრი... მე მეამაყება ჩემი პროფესიონალიზმი ევროპაში და მის გარეთ ... და მე არასდროდ ვიქნები აქაური ე.წ. ბომონდი რადგან მე ეს მრცხვენია“!!!...
მასალის გამოყენების პირობები






