დათო როსტომაშვილი: „არ უნდა ჰყავდეს, არ მომწონს, არ შეიძლება. ჩემს ვაჟს შეიძლება ჰყავდეს შეყვარებული რომელთანაც იმეგობრებს სექსის გარეშე. მე ვარ ტრადიციული კაცი. ქალი უნდა გათხოვდეს ქალიშვილი და კაცმა უნდა მოიყვანოს ქალიშვილი ოჯახში. ეს ჩემი დილემაა ცხოვრებისეული. 7 წელი დატანტალებენ ერთად და მერვე წელს ვერ გავუგეთ და დავშორდითო, რა უბედურებაა, რაღად უნდა ამას ბოიფრენდობა და გელფრენდობა, მოიყვა ცოლად და თუ ვერ გაუგებ გაუშვი.
-შენ ვინ გეკითხება შენს შვილს სექსი ექნება თუ არა? - ვერ ისვენებს მაია ასათიანი.
-რას ჰქვია ვინ მეკითხება ტო, აბა ვისი საქმეა?!...
-კაცი უნდა იყოს ვაჟიშვილი?
-კაცი უნდა იყოს გამოცდილი, რომ ცოლს გაუზიაროს გამოცდილება. გადაჯიშდა ყველაფერი და ეს მაგიჟებს. ტრადიციას რომელსაც ქალიშვილობის ინსტიტუტი ჰქვია, ქართველისთვის ოდიდგანვე იყო მისაბაძი, სასახელო და საამაყო“
მასალის გამოყენების პირობები






