თურქი ჟურნალისტების თვალით დანახული თბილისი და საქართველოს მთიანი რეგიონები
საზოგადოება - 13:09, 02 May, 2014     1559

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines–ის ორგანიზებით, 24–26 აპრილს საქართველოს თურქული მედიის 10 კაციანი ჯგუფი ეწვია. ტელევიზიების წარმომადგენლებისათვის სპეციალური პრეს ტური მოეწყო. ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, მცხეთა და ყაზბეგი მოინახულეს. ტურის ფარგლებში, კორესპონდენტებმა საქართველოს შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.

საქართველოს შესახებ სიუჟეტეტებს 6 თურქული ტელეარხი ამზადებს: „TV24“ „Sanliurfa“, “Haberler“, „HABERTÜRK TV“, „TVNET“, „SKYTURK 360“, „FOX HABER„

თურქულმა ტელეკომპანია „TV24“–მა საქართველოს შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. რეპორტაჟში განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიულ უბნებსა და ღირშესანიშნაობებს დაეთმო.

თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის გაზრდაზე ინფორმაციას აქვეყნებს თურქული საინფორმაციო სააგენტო “DHA” და ინტერნეტგამოცემა „Sanliurfa.“

ორ ქვეყანასშორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ არის საუბარი ტელეკომპანია “Haberler“–ის საინფორმაციო გამოშვებაში.

საქართველოს შესახებ ვრცელი რეპორტაჟების მომზადებას გეგმავენ ტელეკომოანები: „HABERTÜRK TV“ „TVNET“ „SKYTURK 360“ და „FOX HABER.“

თურქი ჟურნალისტები განსაკუთრებით თბილისით და დედაქალაქის მახლობლად მდებარე პოპულარული ტურისტული მიმართულებებით დაინტერესდნენ. უახლოეს დღეებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, თურქული ტელეარხებით კიდევ რამდენიმე რეპორტაჟი გადაიცემა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თურქეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე თურქეთი საქართველოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურქი ვიზიტორების უმეტესობა სტუმრობს შავიზღვისპირეთის რეგიონს. პრეს ტურის მიზანია, თურქი ტურისტები საქართველოს სხვა რეგიონებითაც დაინტერესდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42