ხატია სიჭინავა: „მე ძალიან ხშირად გამიხდია ჩემი ქმრისთვის ნასკი“
საზოგადოება - 12:16, 02 May, 2014     17599
რა არის ქართული ტრადიცია და რამდენად სცემენ ქალებს მამაკაცები პატივს საქართველოში? ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრეს პროფილში მოწვეულმა სტუმრებმა. ხატია სიჭინავამ განაცხადა, რომ ცნობილ ქართულ გამოთქმაში „ქალო, ნასკი გამხადე“ – ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს, რადგან თავადაც გაუხდია ქმრისთვის „ნასკი“ და თან არაერთხელ.

ხატიას ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში თიკო სადუნიშვილი შემდეგი პოსტით გამოეხმაურა: „შემდეგ გადაცემაში ხატიამ გახდილი ნასკებიც მოიტანოს, უნდა დავთვალო, რამდენჯერ...“ ეს ამბავი კი შემდეგ დიალოგს მოჰყვა.

გია ცინაძე: იცით რა არის ტრადიციაა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი კაცი „პატივს სცემს“ ქალებს, ყოველთვის აგინებდნენ მათ. ქალი იყო მონა სახლში- ნასკი გამხადე, საჭმელი გააკეთე, ძროხები მოწველე, დროზე ქალო შენი დედა... ეს არის ტრადიცია.

ხატია სიჭინავა: მე ძალიან ხშირად გამიხდია ჩემი ქმრისთვის ნასკი, მაგრამ ეს იმას არ ნისნავს, რომ მე დამცირებულად მეგრძნო თავი. როცა გიყვარს ადამიანი ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია და ამაში უპატივცემულობას ნამდვილად ვეღარ ვხედავ.

თინა მახარაძე: ეს არის შეფუთვა, რომ ქართველი კაცი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველ ქალს. არასდროს ასე არ ყოფილა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით ვიჯერებთ.

ხატია სიჭინავა: რას ამბობთ? ქართველი კაცი ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ მანდილოსანს. ჩემს ოჯახში მაგალითად ასეა. ასე რომ...

თინა მახარაძე: შენი ოჯახი შენი ოჯახია, ეს ინდივიდუალურია და გამონაკლისი არსებობს. ბაბუაჩემი ამბობდა გენიალურ ფრაზას: „გამონაკლისი წესს ამტკიცებს“. თუ რომელიმე ოჯახში გამონაკლისის სახით , რომელიმე კაცი პატივს სცემს ქალს, ეს არის გამონაკლისი, მაგრამ წესი არის ის რომ ქართველი კაცები ქართველ ქალებს პატივს არ სცემენ. ადამიანი რომელსაც აქვს გინება ჩემი დედა არ შეიძლება იყოს ქალის პატივისმცემელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42