ავღანეთში, ბაზა „ლეზერნეკზე“ , 23-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა
საზოგადოება - 12:10, 02 May, 2014     1604

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ ქართული ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს სამოქმედო არეალი უკვე სრულად გადააბარა.

23-ე ბატალიონი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ლეზერნეკზე“ 6 თვის განმავლობაში შეასრულებს ISAF-ის მისიას. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება.

გადაბარების ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთური, ბრიგადის გენერალი დანიელ იო, ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი.





III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობის მიერ წარმატებულად შეფასდა. 31-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალში ჩატარებული სხვადასხვა სამხედრო და ჰუმანიტარული ღონისძიებების შედეგად საგრძნობლად შეზღუდა მოწინააღმდეგის მოქმედებები, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, გაზარდა მათი ნდობის ხარისხი, როგორც კოალიციური ძალების, ასევე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და ადგილობრივი მთავრობისადმი.



ავღანეთში ჩასვლამდე, ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 23-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ქვედანაყოფი მომზადდა სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42