"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, დიდუბეში ბაქრაძისა და აგლაძის ქუჩის კუთხეში D გაზგასამართი სადგურის საშ/წნევის დ-300 მმ მიწისქვეშა გაზსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება აგლაძის ქ. 26 კორპუსს, წერეთლის გამზ. 67, 69, 71, 73, 75, 77, 79, 110, 112, წერეთლის 9, 10, 11, 12, 13 კორპუსების, ხოშარაულის ქ. 22, 24, სამტრედიის ქ. 11-ის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ კომერციულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს. გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე
"ყაზტრანსგაზი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






