კესარიამ საქართველოს დატოვება და ევროპაში გამგზავრება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან სტატუსი ,,ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
„ქვეყანას დედოფალი სჭირდება, მაგრამ მაინც მივდივარ. მივდივარ, იქ სადაც სიყვარულია“, - აცხადებს „საქართველოს დედოფალი“ და დასძენს „ნუ ეძებთ იდეალურ ქალს. ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ'' ...ევროპაში, როგორც ირკვევა კესარიამ შეყვარებულთან ერთად გადაწყვიტა გამგზავრება.
კესარია: „კომფორტულად ვარ მასთან. მთავარი ესაა... მე არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ როგორც ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე აქვს ჩვენ ქვეყანასაც და მე მიყვარს ჩემი საქართველო თავისი დადებითით და უარყოფითით. ძალიან მიყვარს ჩვენი ქალაქი, მაგრამ მაინც მივდივარ, მინდა, შევცვალო რამე და ვიყო მასთან, ვისთან ერთადაც მინდა ყოფნა. კარიერული შემოთავაზებებიც მაქვს და ვნახოთ რა, როგორ წარიმართება.
- რა სფეროში მოღვაწეობ?
- სამოდელო სფერო და კინოხელოვნებაა ჩემი სფერო. ჩემი პროფესიით ჯერ არასდროს მიმუშავია.
- რა აზრის ხარ, ბოლო დროს საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟზე. ვგულისხმობ, სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
- ეს ყველაფერი მე არ მეხება. მე ქალი ვარ და საყვარელ ადამიანთან მივდივარ სასიყვარულოდ და დასასვენებლად. გარეთ ქუჩაში რა ხდება, ეგ ქუჩის ტრანსებს ჰკითხეთ.
წყარო: reitingi.ge
მასალის გამოყენების პირობები






