პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ პირველი მაისი უქმე დღედ გამოცხადეს.
ამის შესახებ შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მან პრემიერისგან მიიღო დაპირება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პრობლემები მოგვარდება.
"ყველა ჩვენს ინიციატივას და შენიშვნას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ვთხოვეთ პრემიერს, რომ შრომის საერთაშორისო დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდეს, რის შემდეგაც პრემიერმა მიმართა დავით სერგეენკოს და მომავალი წლიდან შრომის საერთაშორისო დღე შესაძლებელია უქმე დღე იყოს", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
დღევანდელი აქციის ბოლოს, დაგეგმილია მომღერალ რობი კუხიანიძის კონცერტი.
მასალის გამოყენების პირობები






