გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ,,სანდრექსამ" ანუ სანდრო კაკულიამ ცოლისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად და ეჭვიანობის გასაქარწყლებლად სერიალი დატოვა.
ითქვა, რომ გოგოების „გულთამპყრობელმა“ ასე თავი თაყვანისმცემლების შემოტევისგან დაიცვაო. „ნიუპოსტი“ ამასთან დაკავშირებით სანდრო კაკულიას ესაუბრა და მისგან ბევრი საინტერესო რამ შეიტყო.
სანდრო კაკულია: არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, სერიალიდან არ მოვდივარ, ვრჩები სერიალში ჩვეულებრივად.
-რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, ჰქონდა საფუძველი?
-ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა სავარაუდოდ, არის მეორე ვერსიაც შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისგან, დადებითი გადაწყვეტილება, რომ მიმეღო მაშინ სერიალი უნდა დამეტოვებინა, რადგან შეიძლება პოლიტიკაში წავსულიყავი... ალბათ ამიტომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია...
-სანდრექსა პოლიტიკაში??? ეს ბევრისთვის აღმოჩენა იქნება, რა აკავშირებს სანდროს პოლიტიკასთან?
-იურიდიული მაქვს დამთავრებული, ამიტომაც დაინტერესებული ვარ პოლიტიკით, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლის განხრით. სამომავლოდაც სურვილი მაქვს, ჩავერთო საგარეო პოლიტიკაში... ვნახოთ.
-რომელი პოლიტიკოსისგან გქონდა შემოთავაზება?
-მაგას ვერ გეტყვით სამწუხაროდ.
-მე ვიცოდი, რომ წერით იყავი დაკავებული, სცენარებს წერდი
-დიპლომატია ყველაზე მეტად შეიძლება უწყობდეს ხელს წერას, ამიტომ ხელს არ შემიშლის, პირიქით... ახლაც, სახლში, როცა ვბრუნდები, ღამით ვწერ ხოლმე.

-სანდრო, თქვეს, ცოლი ძალიან ეჭვიანობს, როდესაც სანდროს ირგვლივ ამდენ თაყვანისმცემელ გოგონას ხედავსო
- ესეც ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა, ჩემი ცოლი არის ყველაზე არაეჭვიანი ცოლი საქართველოში, მსახიბების ცოლებს შორის ყველაზე არაეჭვიანი ცოლი მე მყავს. მას საერთოდ არ აქვს რეაქცია დღევანდელ ამ ჩემს მდგომარეობასა და სტატუსზე.
-არადა, როგორც ვიცი თაყვანისმცემელი გოგოები ძალიან ბევრი გყავს
-კი არიან, თუმცა იმდენად უწყინარია მათი დამოკიდებულება და რაღაც აქტივობები რომ ამას ჩემს ცოლზე ისეთი არანაირი ფექტი არა აქვს რომ საეჭვიანოდ ჰქონდეს საქმე.
-ე.ი სერიალში კვლავ გიხილავთ
-კი სერიალში აუცილებლად მიხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები






