"რუსთავი 2"-მა და "იმედმა" სარეკლამო ლიმიტი დაარღვიეს
საზოგადოება - 14:47, 01 May, 2014     2546

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები “რუსთავი 2” და “ტელეიმედი”„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი სარეკლამო ლიმიტების დარღვევისთვის სანქცია, წერილობითი გააფრთხილება დააკისრა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხის განხილვა კი 2014 წლის 8 მაისს 16:00 საათზე გაგრძელდება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა ამ არხების მონიტორინგი მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდში ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 28 თებერვალს „ტელეიმედის“ საზოგადეობრივ-პოლიტიკური გადაცემა „რეაქციაში“ განთავსებულმა რეკლამამ 7 წუთს გადააჭარბა, 7 მარტს კი სარეკლამო რგოლები 9 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და რეკლამის ხანგრძლივობა 300 წამს არ უნდა აღემატებოდეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იგივე მუხლი დაარღვია „რუსთავი 2“-მაც 28 თებერვალს გადაცემა „არჩევანის“ რეკლამით შეწყვეტის დროს, ამ გადაცემაში სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობამ 6 წუთს გადააჭარბა.

სარეკლამო დროის ლიმიტები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 27 თებერვალსაც დაარღვია, სერიალი „ტიტების დრო“ 13 წუთის შემდეგ შეწყდა რეკლამით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კი რეკლამისათვის განსაზღვრული წყვეტებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კანონის დარღვევა ორივე ტელეკომპანიის წარმომადგენელმა აღიარა. კომისიამ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2-ს და „ტელეიმედს“ სანქცია, წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

ამავე სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ სანქცირების საკითხიც განიხილა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 13 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ დაწყებიდან რეკლამით 4 წუთში შეწყდა, რაც კანონის დარღვევაა, რადგან რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ იგივე სახის დარღვეა ტელეკომპანია „მაესტროს“ 17 მარტსაც უფიქსირდება.

კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა 2014 წლის 8 მაისს 16:00 საათზე გადადო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42