შინაგან საქმეთა მინისტრმა ურეკში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
საზოგადოება - 13:52, 01 May, 2014     981

თანამედროვე სტანდარტების და უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ გახსნეს.

2007 წლიდან გრიგოლეთის, ურეკის და შეკვეთილის მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ემსახურება. დაბა ურეკში დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი შენობა სამართალდამცველების სწრაფ მოქმედებას და ეფექტურობას გააუმჯობესებს.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ტურისტულ ზონაში დაცვის პოლიციის ტექნიკური საშუალებებით დაცულია 50-მდე აგარაკი, სავაჭრო ობიექტი და სასტუმრო.

ტურისტული სეზონის დაწყებისთვის დაცვის პოლიცია დაცული ობიექტების რაოდენობის ზრდას ელოდება, რასაც ახალი შენობით, ახალი ოპერატიული ავტომობილით, თანამშრომელთა განახლებული უნიფორმებით და ტექნიკური აღჭურვილობით ხვდება. შავი ზღვისპირა რეგიონში, ურეკის გარდა, აჭარის რეგიონულ სამმართველოს 5 ერთეული ახალი ავტომობილი „Skoda Octavia“ გადაეცა.

დაცვის პოლიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. შეიცვალა კორპორატიული ფერი, ლოგო, სლოგანი, უნიფორმები. განახლდა ავტოპარკი და შეიცვალა ავტომობილების იერ-სახე. სისტემატური და გეგმიური ხასიათი მიეცა ოპერატიული მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლების პროფესიულ და საცეცხლე მომზადებებს. გაუმჯობესდა დაცული ობიექტებიდან განგაშების ოპერატიულად მიღების და მათზე რეაგირების შედეგები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42