„შიში გამიჩნდა, – არა ღვთის, არამედ ადამიანების, ვინც ღმერთის სახელით ზნეობას, მორალს, ,,კანონებს" იცავენ...“
საზოგადოება - 10:59, 01 May, 2014     3822

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე (კვარაცხელია) ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ ქვეყანაში შექმნილ ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ... არაფრის თქმას არ ვაპირებდი... უამრავი წერილი და დაბნეული ადამიანების მდგომარეობა მაღელვებს... სად არის ზღვარი მართლმადიდებლობასა და ფსევდომართლმადიდებლობას შორის? იტყვი? –ეკლესიის მტერი ხარ, არ იტყვი? – გული სკდება და თავად არ იცი, ღმერთს თუ მამონას ემსახურები... შიში გამიჩნდა. არა ღვთის, არამედ ადამიანების, ვინც ღმერთის სახელით ზნეობას, მორალს, ,,კანონებს" იცავს... პავლე მოციქული მაძლიერებს: ,,უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რამე ვარ"... რჯულის აღსრულება სიყვარულია... გვძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი... ქრისტიანობა კაცთმოყვარე, დამრიგებელი, გამგები, მონანულთა, ცოდვილთა და მაგდალინელთა რელიგიაა... სახარებისეული პასაჟი მრუში დედაკაცის შესახებ დღეს რომ გაცხადებულიყო, როგორ მოვიქცეოდით, ხელებაღმართულები ქვებით ჩასაქოლად გამოყვანილ ქალს დავედევნებოდით თუ ქრისტესაც მასთან ერთად ჩავქოლავდით, რადგან პატიება და გზაზე დაყენება შეძლო?! მოწყალე სამარიტელი ჩამოივლის, სნეულს უახლოეს ქსენონამდე მიიყვანს და თუ შეუძლია უმკურნალებს... ასეთია მართლმადიდებლობის სწორი გაგება... ძველი აღთქმის ადამიანებს დავემსგავსეთ, სამწუხაროდ- ,,კბილი კბილისა წილ"... ,,ვინც თქვენს შორის უცოდველია პირველი ქვა იმან ესროლოს"... მაცხოვარი ქვიშაზე ისევ წერს თითით... კარგად დავაკვირდეთ, იქნებ საკუთარი ცოდვები და მანკიერი მხარეები ამოვიკითხოთ მის ნაწერში... ,,მკურნალო, განიკურნრ თავი შენი"... ამ ყველაფერზე რას იტყოდა იესო...”- წერს მამა პეტრე „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

წყარო: frontnews





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42