„მადლობა ყველას ჩემო მეგობრებო გულშემატკივრობისათვის, მიყვარხართ“, - წერს ,,ფეისბუქის" გვერდზე ნინო ძოწენიძის მეუღლე გიგა კუხიანიძე.
მომღერალი, რომელიც სცენაზე გამოჩენისთანავე თითქმის ყველა მამაკაცს აჯადოებს, რამდენიმე წუთით ქართულ სცენაზეც გამნოჩნდა.
ნინო ძოწენიძე ირინა ალეგროვას შემდეგ ბიონსედ გარდაისახა. ნერვიულობის მიუხედავად მომღერალმა ამ დავალებას იმდენად ბრწყინვალედ გაართვა თავი, რომ ჟიურის წევრებიც ააცეკვა.
„ძალიან ვისიამოვნე და მადლობა ამისთვის“ - განუცხადა მომღერალს ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა ზაკმა.
ზაკი: „მე ვიცი რამდენი იმუშავეთ იმისთვის, რომ თან გემღერათ, თან გეცეკვათ და ყველაფერი ისე გადმოგეცათ, როგორც საჭირო იყო. რაც გააკეთეთ ეს არის სრულიად შესანიშნავი, ყველაფერი მოგვეცით, რასაც ველოდით“.
თავდაჯერებულობა, ბიონსესეული ენერგია და დადებითი მუხტი მაყურებელსაც გადაედო. საქები კომენტარები უხვად არის სოციალურ ქსელში. ,,ფეისბუქზე", ნინო ძოწენიძის მეუღლის გიგა კუხიანიძის გვერდზე ვკითხულობთ. „სახლში გყოლია ბიონსე და სად გარბოდი კონცერტზე? უმაგრესი იყო. ბრავო ნინოს“.
მასალის გამოყენების პირობები






