1მაისს საქართველო აქციებით ხვდება
საზოგადოება - 10:07, 01 May, 2014     2362

1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს თბილისში და ბათუმში სტუდენტები აქციებით ხვდებიან, გასვლითი აქციის გამართვა იგეგმება კაზრეთშიც.

თბილისში აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართება.

"ჩვენი სინამდვილე შრომით ურთიერთობებში მყოფ ჩაგრულ მოქალაქეთა ამოძახილია. ამ ხმის მხოლოდ შორეული ექოები ისმის ჭიათურის მაღაროებიდან, დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საწარმოდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან, ფინანსური ინსტიტუტების გამჭვირვალე ფანჯრებიდან და სხვა ყველა იმ ადგილიდან, სადაც მშრომელის უფლების შეუძლებლობას დამსაქმებლის უფლება ცვლის, სადაც ერთის თავისუფლება მეორის მონურ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს, სადაც კაპიტალის ინტერესი სოციალური ცხოვრების ერთადერთ განმსაზღვრელ ძალად იქცევა", – ნათქვამია მანიფესტში, რომელსაც ავრცელებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები-"ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები", "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები", " საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია", "ახალგაზრდა სოცილისტები" და "მელნისფერი თაობა" ქუთაისიდან.

დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოებში მომუშავე ადამიანების უფლებების დასაცავად იგეგმება აქცია კაზრეთშიც. აქციის მონაწილეები თსუ–ს პირველ კორპუსთან 11:00 საათზეშეიკრიბებიან, უშუალოდ კაზრეთის ცენტრიდან კი მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება და კომპანია RMG–ის საწარმოსთან დასრულდება. აქციას ორგანიზებას სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" უწევს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ კი საპროტესტო აქცია 13:00 საათზეა დაგეგმილი, აქცია სტუდენტური მოძრაობა "ალტერნატივას" ორგანიზებით ეწყობა:

"ჩვენს სახელმწიფოში ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშათა მასობრივი ექსპლუატაცია, ამას კი არც ერთი მთავრობა (პოლიტიკური ელიტა) ხელს არ უშლის, რადგან ისინი იმ ბიზნესელიტისგან ფინანსდებიან, რომლებიც თვითონვე ახდენენ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უპირობო-პირობების დარღვევას. ყველაზე კარგი (სრულყოფილი) შრომის კოდექსითაც კი ვერ მიაღწევენ სასურველ მიზანს მუშები, თუ არ იქნება მთავრობის პოლიტიკური ნება", – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2013 წლის ივნისიდან საიას შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე კონსულტაციისთვის 2800–მა ადამიანმა მიმართა

"მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით აქტუალური იყო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შემთხვევები, ასევე, გაფიცვის წესი და შრომის პირობები და სხვა", - აცხადებენ საიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42