კვიპროსზე ქართული არქეოლოგიური კომპლექსი გადარჩენილია
კულტურა - 16:01, 30 Apr, 2014     1909
2014 წლის 29 აპრილს კვიპროსზე ღალიის X-XVI საუკუნეების ქართული განახლებული არქეოლოგიური კომპლექსი ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და შრომის მინისტრმა მარიოს დემეტრიადესმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნეს.

ორი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტი ასე შეაფასა კვიპროსის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და შრომის მინისტრმა მარიოს დემეტრიადესმა: „კვიპროსის უძველესი ქართული არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციისა და პოპულარიზაციის პროექტი სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა იქცეს იმის მაგალითად, თუ როგორ ითანამშრომლოს ორმა ქვეყანამ კულტურული მემკვიდრეობის საერთო სიძველეების აღსადგენად“.

ღალიის მონასტრის სარეაბილიტაციო პროექტი რამდენიმე წლის წინათ დაიწყო და ქართველი და კვიპროსელი სპეციალისტების თანამონაწილეობით განხორციელდა. მხარეებს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, ძეგლის არქეოლოგიურ-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა და აწარმოა - საქართველომ, ხოლო საკონსერვაციო სამუშაოები დააფინანსა და აწარმოა - კვიპროსის რესპუბლიკამ.

ამ უდიდესი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, ნანგრევებისგან და მიწისგან გაიწმინდა, გამაგრდა და დაკონსერვდა ღალიის ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიები.

აღდგენილი ღალიის ქართული მონასტერი კვიპროსის ტურისტულ რუკაზე დაფიქსირდა, როგორც უძველესი ქართული ძეგლი. უახლესი მონაცემით, ქართული ძეგლი უკვე უცხოელი ტურისტებისთვისაც იქცა ერთ-ერთ საინტერესო ღირსშესანიშნაობად.

ღალიის ქართული ისტორიული კომპლექსი გაიხსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის კვიპროსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში გრძელდება. დღეს, 30 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ეწვევა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს. ასევე, დაათვალიერებს ნიქოზიის არქეოლოგიისა და მეუფე მაკარიოს III-ს მიერ დაარსებულ ბიზანტიის მუზეუმებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე კი კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და იმ კონკრეტულ პროექტებს, რომელიც კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს კულტურის სამინისტროში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით უნდა განხორციელდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42