ცნობილი ტელეწამყვანი საფრანგეთში გატარებული week end-ის შემდეგ, მარსელის აეროპორტში ქართველებს წააწყდა. ოქროსმედალოსანი ევროპის ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტები ნანუკა ჟორჟოლიანისთვის აღმოჩენა იყო. თავის აღმოჩნასა და შთაბეჭდილებას ნანუკა ფეისბუქელ მეგობრებს უზიარებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „მარსელის აეროპორტში ქართული ლაპარაკი რომ მომესმა ცოტა ხნით შევჩერდი:) ყურადღება მიიქციეს, 10 მდე იყვნენ:) გახარებულები ჩანდნენ რაღაცით. როდესაც ჩანთა გამომართვა მე დავდებო:) გაკვირვებულმა გავხედე. ეს ისე ბუნებრივად გააკეთა, აშკარად ეტყობოდა რომ არ იტყუებოდა კარგ საქციელს:) ყველამ გავუღიმეთ ერთმანეთს დასტურად იმისა რომ ვიცანით ქართველებმა ერთმანეთი:) დავჯექით თვითმფრინაბში და ერთი მეორეს ლაპარაკში ეუბნება, პუტინი ჩვენს ჰიმნზე ორჯერ ადგაო, მივხვდი რაღაცაში გავიმარჯვეთ, ოღონდ აშკარად ახალ ისტორიას არ ყვებოდა. ლიპარტელიანი იყო გვარად ეს ბიჭი:) ერთზე ვიკითხე ვინ არისთქო და ვაზაგაშვილიო ისე მითხრეს არ შევიმჩნიე რომ არ ვიცოდი. ვიდრე სტამბულში ჩავფრინდით გავიგე რომ ევროპის ჩემპიონებთან ერთად ვმგზავრობდი. სამგზის ზედიზედ! სამი ოქროს მედალი მოაქვთ და ორი ვერცხლი. გავიგე რომ თურმე ძიუდოში რეიტინგებში პირველები ვართ. დეტალებს ჯერ ალღო ვერ ავუღე, მაგრამ ერთი ვიცი, გუშინ ამ ბიჭებმა რუსი ძიუდოისტები დადეს მხრებზე და თასი სახელწოდებით The best of the best ჩამოაქვთ ქვეყანაში. გავიგე ისიც რომ არასოდეს საკუთარი დარბაზი არ ქონიათ და საშინლად ცუდ პირობებში ვარჯიშობენ. ხან ვის სთხოვენ თურმე ადგილს და ხან ვის. დინამოს ერთ თასს მივტირით გიჟებივით და ნამდვილ ჩემპიონებს არ ვუვლით. ეს გრუზიაა:) მარტო ამიტომ ღირდა საფრანგეთში week end-ის გატარება, რომ ეს ბიჭები გამეცნო“!
მასალის გამოყენების პირობები






