რუსთავი 2-ის ახალი სატელევიზიო შოუში ამჯერად მხოლოდ პროფესიონალ მოცეკვავეებს ვიხილავთ. ტელეკომპანია თანამედროვე ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებლებს და ქორეოგრაფიულ ჯგუფებს ქასთინგზე იწვევს. 16- დან 30 წლამდე ასაკის მსურველებს 3 მაისს ,,რუსთავი 2" -ის სათაო ოფისში ელიან.
როგორც „ნიუპოსტმა“ რუსთავი 2-ის პროდიუსერთან საუბრისას დააზუსტა მოცეკვავეების შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები ტელეკომპანიის სხვადასხვა პროექტებში დაკავდებიან.
დემნა ჯაფარიძე, პროდიუსერი: „რამდენიმე პროექტისთვის ერთდროულად ვეძებთ კონკურსანტებს. ვისაც შევარჩევთ პრაქტიკულად თანამშრომელია. მოცეკვავეები X ფაქტორისთვისაც გვჭირდება. საცეკვაო პროექტი 2 წელია, რაც მოფიქრებული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით იმის კეთებას ვამჯობინებთ, რასაც ვაკეთებთ. დროის ფაქტორიც არის , ყველაფერს ერთად ვერ მოვასწრებთ. ახალ პროექტებს უფრო შემოდგომისთვის ვგეგმავთ... კარგია, რომ ახალგაზრდებისთვის ბევრი პროექტი და მოვლენა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინ საერთოდ არაფერი იყო“.
მასალის გამოყენების პირობები






