დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში განვითარებული მოვლენები შეფასა.
მინისტრის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულება ცალსახად მიუღებელია არა მარტო ექიმისადმი, არამედ ნებისმიერი ადამიანის მიმართ. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ეცადა სისტემური პრობლემების აღმოჩენა გაეკეთებინა.
"ჩანაწერი, რაც არსებობს, მოკლე და დაუზუსტებელია, რომ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, მაგრამ არ არის განმარტებული რა სიხშირით, როგორ, რა მონაცმები უნდა იცოდეს მან – ეს იქნება სრულად გაწერილი და გახდება შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ სავალდებულო შესასრულებელი. ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ექიმის უფლებების დაცვაზე და დოკუმეტზე, რომელსაც ჰქვია ქართველი ექიმის ეთიკის ქარტია, სადაც არა მარტო ვალდებულებები, არამედ დაცვის მექანიზმები უნდა იყოს", - აღნიშნა სერგეენკომ.
მისივე თქმით, შეცდომა თეორიულად შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ექიმის შეცდომა ბევრად უფრო ფატალურია და უფრო მძიმე შედეგებთან შეიძლება მივიდეს.
თუმცა მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი ტიპის ლინჩის წესით გასამართლების მცდელობები ექიმზე და პაციენტებზე მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად აისახება.
ფიზიკური დაპირისპირება იაშვილის კლინიკის ექიმს პაატა გვეტაძესა და გარდაცვლილის ბაბუას შორის გუშინ მოხდა. წლის და 2 თვის ბავშვი კი იაშვილის კლინიკაში 25 აპრილს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






