ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებული საპენსიო ასაკის ადამიანები პენსიას ვერ აიღებენ.
მინისტრის განმარტებით, 2013 წლიდან სახელმწიფოს მიერ გამოცემული მორატორიუმის მიხედვით, სოციალურად დაუცველებს დამატებითი შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში დახმარება არ მოეხსნებათ.
სერგეენკოს თქმით, საპენსიო ასაკის ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმდებიან, საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის მანძილზე პენსიას ვერ მიიღებენ.
,,ივნისში მოვახდინეთ ინიცირება და მთავრობაც დაგვეთანხმა იმაზე, რომ გავრცელებულიყო ერთგვარი მორატორიუმი 2013 წლის 1 სექტემბრამდე და მათზე, ვინც კანონის დარღვევით არ შეატყობინა ასაკი, პენსიაც აიღო და ხელფასიც, მომხდარიყო მათი ვალის რესტრუქტურიზაცია. თუმცა კანონი მოქმედებს და ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს ან სხვა მსგავს დაწესებულებაში დაიწყებს მუშაობას, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ისინი პენსიას ვერ მიიღებენ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






