ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარე არასწორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ლაგუნა ვერეს“ ფონდი "ქართუ" ფლობს.
ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, „ლაგუნა ვერე" "ქართუ ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში შედის, თუმცა "ქართუ" ფონდის არ არის.
მისი ინფორმაციით, "ლაგუნა ვერეში" ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემებია.
"თუ არ ვცდები, ის აშენებულია 70-იანი წლების ბოლოს და იმ პერიოდიდან მოყოლებული კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამორტიზირებულია მისი ძირითადი დანადგარები და გაყვანილობები. ანუ, მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია ამ პირობებში და სახიფათოც კი არის ვიზიტორებისთვის. შესაბამისად, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა მისი ფუნქციონირება. როგორც ვიცი, სწავლობენ საკითხს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", -განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






