ამის შესახებ პარლამენტის ძველი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მამა დავით ისაკაძემ განაცხადა.
„ხელისუფლებამ ეკლესიის და საზოგადოების ინტრესები უნდა გაითვალისწინოს. იმედია, რომ შევჯერდებით ამ კანონთან დაკავშირებით და თუ ასე არ იქნება, მაშინ ისევ გავაპროტესტებთ იმას, რომ საქართველოში დაკანონდეს გარყვნილება, უზნეობა და სოდომ–გომორის ცოდვა. ჩვენ ვფიქრობთ, წმინდა სინოდის წინაშე დავაყენოთ საკითხი, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს მოაწერს გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში, ანათემას გადავცემთ, რადგან ეს არის საუკეთესო წამალი მისთვის ვინც ცოდვას ჩაიდენს“, – განაცხადა მამა დავითმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ანათემაზე გადაცემულთა სიაში ბიძინა ივანიშვილიც აღმოჩნდეს, მამა დავითმა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ “ეს ცოტაა ისეთი კითხვაა“.
მასალის გამოყენების პირობები






