მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოსთვის „მიხაილოვის საავადმყოფოს“, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემამ ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. ამ საკითხის განხილვა სოციალურ ქსელშიც აქტუალურია. ბევრი ირაკლი ღარიბაშვილზე ბრაზობს, რადგან მთავრობის განკარგულებას ხელს სწორედ პრემიერ-მინისტრი აწერს...
„1 ლარად მამამისის სახლი აჩუქოს საპატრიარქოს!... ვინ მისცა უფლება... ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს? რა არგუმენტი მოაქვთ ამ გაჩუქებაზე? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“- კითხულობს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანი პაატა ქურდაძე. ამ ფაქტს ირაკლი ალასანიას მეუღლე ნატია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა.
Natia Panjikidze იცი როგორი რაღაცეები არ ესმით? აი, ისეთი, რომ ვერც აუხსნი... მიხაილოვი, ასათიანი... ეს ქალაქის ისტორიაა.
Paata Kourdadze საქართველოს სამკურნალო დაწესებულებები თავზე გადასდის? არ შეიძლებოდა ისევ რაიმე სამედიცინო დანიშნულების მიხედვით გამოეყენებინათ ?:( ისე მოხდა, რომ დედაჩემიც და მამაჩემიც ორივე აქ გარდაიცვალა... ღარიბაშვილის შეფასებით ამ ერთ ლარიან 145 წლის წინ აშენებულ საავადმყოფოში..
რამე რომ იყოს, ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს , ღმერთმა არ გაუჭირვოთ და პატრიარქივით ალბათ გერმანიაში გააქანებენ ჯეთით, არა? ...ისე მორგი მაინც დატოვნ... უსაავადმყოფო ქალაქში მორგი ძალიან სასარგებლო რამ არის... თან საპატრიარქოს მორგი კარგად, მიმზიდველად ჟღერს, რაღაც ნდობას იმსახურებს...
Nukri Dierashvili საპატრიარქოს მორგიდან მიცვალებულები ეგრევე სამოთხეში მოხვდებიან J
Natia Panjikidze აი, თუნდაც უბრალოდ, მიხაილოვის დიღომში გადატანა, რომ არ შეიძლება, აი ისე, როგორც რუსთაველის თეატრის, მაგალითად, არ ვიცი ეს როგორ უნდა ასწავლო მთავრობას, საპატრიარქოს, ადამიანებს..
Paata Kourdadze მე ექვსი წელია პარიზის ნეკერის საავადმყოფოში დავდივარ, სამ თვეში ერთხელ პრევენციულ შეხვედრაზე ერთ ექიმთან, რომელსაც 1771 წლის მერე "ავადმყოფი ბავშვების" საავადმყოფო ქვია..პროფილიც კი არ სეუცვლია, დრემდე პედიატრიულია, მხოლოდ ნეფროლოგიის და კარდეოლოგიის პატარა სერვისებია უფროსებისთვის. ძალიან დიდია, მთელი კვარტალია ფაქტიურად. თან ცენტრში. ინვალიდების სასახლესა და მონპარნასს შორის...მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის მოსვლია აზრად მისი არც სასტუმრო პალასად გადაკეთება, არც პარიზის კარდინალისთვის გადაცემა ერთ ფრანკად თუ ევროდ... მერე მეტყვიან პარიზს როგორ ადარებო.. ასე თუ გააგრძელეს პარიზს კი არა ჩელიაბინსკსაც ვეღარ შევადარებ..:(:(".
მასალის გამოყენების პირობები






