იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა აცხადებს, რომ ის არსად იმალება და ბავშვის დაკრძალვის შემდეგ თავად აპირებს მისვლას შს სამინისტროში.
მისი განმარტებით, გუშინ ექიმზე თავდასხმის დროს „ვერ გააცნობიერა საკუთარი საქციელი“.
„არ ვიცი, მე რა ჩავიდინე გუშინ, ვერ ვაცნობიერებდი ჩემს საქციელს. იაშვილში აცხადებენ, რომ ვიმალები, მაგრამ არსად ვიმალები. მე ჩემი შვილიშვილის დაკრძალვის მერე პირადად მივალ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან სადაც საჭიროა. თუ გინდათ, სამუდამო მომეცით, არ ვარ მე ამის წინააღმდეგი, ოღონდ საქართველოში ბავშვები იყვნენ დაცულები“, –, აცხადებს გარდაცვილის ბაბუა.
ფიზიკური დაპირისპირება იაშვილის კლინიკის ექიმს პაატა გვეტაძესა და გარდაცვლილის ბაბუას შორის გუშინ მოხდა. წლის და 2 თვის ბავშვი კი იაშვილის კლინიკაში 25 აპრილს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






