-სოციალურ ქსელებში წერენ შალვასგან ბევრად კარგ გადაცემას ველოდითო, შენ რამდენად შეაფასებ შენს პირველ გადაცემას და რა რეაქცია გაქვს იმ ხმაურთან, რომელიც შალვა რამიშვილის შოუმ გამოიწვია?
-ძალიან საინტერესოა ეს აჟიოტაჟი, ზოგიერთი შენიშვნა ყურადსაღებია, ზოგიერთი ნაკლებად... გადაცემა გამოვიდა კარგი, ცოტა უჩვეულო, ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი მოიწონებს.
-ყურადსაღებად რომელი შენიშვნა ჩათვალე?
-შენიშვნების მომცემთა შორის პროფესიონალებიც იყვნენ, მათი აზრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, კონკრეტულად არ დავასახელებ, ამას შემდეგ გადაცემაში ნახავთ.
-ეს აჟიოტაჟი ამჯერად რეიტინგულად აისახა შენს გადაცემაზე, როგორ ფიქრობ სამომავლოდ შეძლებ რეიტინგის შენარჩუნებას?
-ცხადია, ეს შოუ იქნება ძალიან რეიტინგული
-გოგი გვახარია პირიქით ფიქრობს, „ ან უნდა გაიხადოს, ან პირდაპირ ეთერში სექსი ჰქონდეს, თორემ სხვანაირად ვერ აწევს რეიტინგსო.“
-გოგი გვახარია ძალიან კარგი და ნიჭიერი კაცია, შესაბამისად არანაირი ჩემი კომენტარით არ მინდა რომ პაექრობაში შევიდე მასთან. ამიტომ უკომენტაროდ დავტოვებ. არადა ფეისბუქზე დაბლოკილი ვყავარ, უბრალოდ, თვითონ რატომ აკეთებს კომენტარებს ისეთ ადამიანზე, რომელიც თითქოს არც აინტერესებს, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის. აქ გვაქვს საქმე, ი ხოჩიტია , ი კოლიტსია... თუმცა გოგის უდიდეს პატივს ვცემ, ინტელექტუალია და ღმერთმა გაუმარჯოს.
-ია ფარულავამ ტელეწამყვანებზე გაამახვილა ყურადღება, ვურჩევ გახდნენ და ღიპი დაიგდონო, მგონი შენც შედიხარ ამ წამყვანთა რიცხვში, ხომ არ აპირებ, რომ გახდე?
-ფარულავას წონასთან დაკავშირებით გართულებები აქვს... რას ვერჩი კარგი გოგოა ძალიან...
-რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, მართლა აპირებ ბოდიშის მოხდას?
-აუცილებლად უყურეთ შაბათს, არ გამოტოვოთ და ნახავთ გრანდიოზულ და სუპერ ბოდიშს. სუპერ ბოდიში იქნება საინტერესო და ხმაურიანი.
მასალის გამოყენების პირობები






