დეფი წიგნების გამოსაცემად სპონსორს ეძებს
საზოგადოება - 13:18, 29 Apr, 2014     2051
სტატუსი ფეისბუქზე: „ჩემი ახალი რომანის და ახალი პოეზიის წიგნის გამოსაცემად ვეძებ სპონსორს. სპონსორი ასევე მჭირდება ჩემი და ჯგუფი სანდას ერთობლივი აუდიო-ალბომისა და ნიუ იორკის პერიოდის პოეზიის გამოსაცემადაც.“

ეს განცხადება დეფიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა, „ნიუპოსტთან“ საუბრისას კი განაცხადა რომ მიუხედავად უამრავი მცდელობისა ფინანსებთან დაკავშირებით არავინ გამოხმაურებია.

დეფი: „2012 წელს, აგვისტოში, დავწერე რომანი „სამყაროს ყველა საიდუმლო“, მაგრამ გამომცემლობა სიესტაში ფინანსური კრიზისის გამო რომანი მკითხველმა 2014 წლის მარტში იხილა. წიგნი ნაწილობრივ სიესტას თანხითაა გამოცემული, ნაწილობრივ კი ფეისბუქზე არსებული ჩემი მკითხველთა ჯგუფის მიერ შეაგროვებული ფულით. იდეა ნინა ლომიძესა და მარიამ კიკაჩეიშვილს ეკუთვნის. ბევრი კეთილშობილი პიროვნების მიერ საჭირო თანხა შეგროვდა, მადლობა ყოველ მათგანს ასეთი გულისხმიერებისთვის... და წიგნი უმცირესი ტირაჟით გამოიცა. მას მერეც და მანამდეც დაგროვებული ჩემი ნაწარმოებები, ზოგადად ინტერნეტის გარდა და ჩემი საიტის გარდა, უფრო ხელშესახებ ფორმაში არსებობასაც ითხოვენ. 2013 დავასრულე რომანი „დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება“ და პოეზიის წიგნებიც შევკარი. ასევე სტუდიაშიც მოვრჩი ჩაწერებს უნიკალურ ჯგუფ სანდასთან ერთად. ალბომზე დღე და ღამე ვმუშაობდით. წიგნების ან ალბომის გამოცემა არც ადრე იყო ადვილი საქმე, მაგრამ დღეს ამ ყველაფრის დასტამბვა და ტირაჟირება, უკვე დიდი სირთულეა ჩემთვის. ვეძებთ სპონსორს ვინც თუნდაც ორი წიგნის, რომანისა და პოეზიის გამოცემაში, მე და სიესტას მოგვეხმარება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42