სოზარ სუბარი ბათუმში საპატიმრო დაწესებულებას გახსნის
საზოგადოება - 13:22, 29 Apr, 2014     1791
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის #3 დაწესებულებას გახსნის.
"230-მდე პატიმარზე გათვლილ რეაბილიტირებულ და გარემონტებულ დაწესებულებაში კეთილმოეწყო საკნები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა, კარები აღიჭურვა სპეციალური, ორმაგი ელექტრონული საკეტებით და ხმოვანი გამოძახების სისტემით, რომელიც დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ქმნის.
ამასთან, შეიქმნა შესაბამისი სივრცე სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად, პირველადი ჯანდაცვისა და სანიტარულ განყოფილებასთან ერთად მოეწყო სტომატოლოგიური კაბინეტი, ასევე მოეწყო ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაწესებულებაში არ მოქმედებდა, ისევე როგორც სამრეცხაო.
ამჟამად დაწესებულებაში შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა სამრეცხაო ოთახი, განახლდა კვების ბლოკი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად აიგო შემზღუდავი ღობეები, კოშკურები, დამონტაჟდა დამცავი ბადეები, გაკეთდა სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები.

დაწესებულებაში ამოქმედდება საზოგადოებრივი მისაღები, რომელიც პატიმართა ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს მოემსახურება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაწესებულების გახსნას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42