საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ორ პალატიანი გახდება. სამეურვეო საბჭოს შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად მონიტორინგის საბჭოც შეიქმნება.
ცვლილებები ითვალისწინებს მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმ ფუნქციების მიცემას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს მათი მხრიდან მორიგი კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის საქმიანობაზე ეფექტურ შიდა მონიტორინგს.
კანონპროექტი გია ჟორჟოლიანმა, ნუკრი ქანთარიამ, ირაკლი ჩიქოვანმა და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით, მონიტორინგის საბჭო მთლიანდ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს.
"სამეთევალყურეო საბჭო ხდება ორ პალატიანი. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის საბჭოს საკამოდ სერიოზული უფლებები აქვს მინჭებული. მას შეუძლია ბიუჯეტთან დაკავშირებით ნებსმიერი ინფორმაცია გამოითხოვოს, ასევე აქვს უფლება დააყენოს გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. მონიტორინგის საბჭოს წევრთა ანაზღაურება იქნება სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურების 80 %. საკამოდ ბევრი რეგულაცია დევს ამ კანონპროექტში, თუმცა მე პირადად არ მინდა ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმო", - აცხადებს ჟურნალისტებთან ელისო ჩაფიძე.
მასალის გამოყენების პირობები






