იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე შესაძლოა, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ლადო კეპულაძემ განაცხადა, საქმეს სპეციალური კომისია სწავლობს.
“აღნიშნულ საქმეს უშუალოდ ჩემი დეპარტამენტი სწავლობს. მივლინებულია კომისია, რომელსაც ვადა 5 მაისს უმთავრდება. საჩივრის შესწავლა 14 აპრილს დავიწყეთ, თუმცა მას კონკრეტიზაცია აკლდა. დედა ძირითადად, პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ ბავშვის მდგომარეობის გაუარესება სამედიცინო პერსონალის არასწორმა ჩარევამ გამოიწვია. დეტალიზაცია მასში არ იყო და სინამდვილეში რამ გამოიწვია ეს, ამის თქვა ჯერჯერობით შეუძლებელია. ჩვენ ვსწავლობთ ბავშვის ჰოსპიტალიზაციიდან გარდაცვალებამდე პერიოდს. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ ფაქტზე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს”, - განაცხადა ლადო კეკულაძემ.
იაშვილის სახელობის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები გარდაცვალებას მკურნალ ექიმს აბრალებენ.
მასალის გამოყენების პირობები






