შალვა რამიშვილი: „პატიოსანთა მაფია“ მებრძვის
საზოგადოება - 11:02, 29 Apr, 2014     2452
შალვა რამიშვილის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ახალი პოსტი კვლავ განსჯის საგნად იქცა. „ამბობენ რომ უზნეო მასტი ვარ, ფულის მოყვარული, ნაკლებად მორწმუნე, სიტყვის თავისუფლების გამყიდველი, რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა... დიახ, მე არა ვარ ყველაზე პატიოსანი კაცი ამ ქვეყანაში... დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად“ - ამბობს შოუმენი. „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ტელეწამყვანის მიერ ორი წლის წინ დაწერილ ოდესმე გამოვსწორდების“, რომელსაც , როგორც ფეისბუქში წერენ ასრულება არ უწერია.

„პატიოსანთა მაფია" მებრძვის ანუ ალბათ ოდესმე გამოვსწორდების“,

შალვა რამიშვილი: სულ რაღაცას ვწერ, ვიღებ, გადაცემები მიმყავს... ვმაიმუნობ.

სულ მიხურებენ, თავს მესხმიან, ყველაზე ხშირად მორალს იშველიებენ. ამბობენ, რომ უზნეო მასტი ვარ, ფულის მოყვარული, ნაკლებად მორწმუნე, სიტყვის თავისუფლების გამყიდველი, რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა.

რომც არაფერი თქვან, ისედაც ვატყობ რომ "დალაგებულ" გარემოში შფოთი შემომაქვს ხოლმე. რაღაცეებს ვლაპარაკობ, ვჟესტიკულირებ, ვატარებ პერფორმენსს სახელწოდებით: "მშვიდ და მდორე გუბურაში, რომლის ზედაპირიზე მოლივლივე ლოტოსებზე წამოსკუპულან ნაირფერი პეპლები, შედგაფუნდა პატარა ბეჰემოტუნა" და ვამჩნევ რომ ეს "პეპლები" შიშით მიყურებენ. ჰგონიათ, რომ ბეჰემოტი გუბურის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. განა, არის რამე გარანტია რომ 1 საათის წინ ამ არსებამ სადმე ტალახში არ იგორავა? ხომ შეიძლება ათასი ბაცილა და ბაქტერია შეიჭრას მათ გუბურაში?!

დიახ, მე არა ვარ ყველაზე პატიოსანი კაცი ამ ქვეყანაში. მეტსაც გეტყვით, მსგავს კონკურსში ალბათ პირველ კასტინგსაც ვერ გავივლიდი. მაგრამ "რაღაა იგი ნათელი, რასაც არ ახლავს ბნელია". ხომ უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც სხვათა "პატიოსნების" საზომი იქნება. გარდა ამისა, თუ ჩემი ნახელავი გევასებათ, მომეცით უფლება ვიყო მორალურად რელატიური. ისე, როგორც ყველა სოფელს სჭირდება თავისი გიჟი - მეც მიყოლიეთ ერთი დევიანტი. პირი, რომელიც ჯანდაბას ... ნებაყოფლობით თანხმდება ამ როლზე. სხვა ვიღაცეებს არ მოეწონებათ ეს როლი. რადგან ისინი ზნეობრივ ადამიანთა მაფიაში არიან გაერთიანებული. ზნეობა მათ თვითრწმენას ჰმატებს. ისინი ხომ არ ჩაიდენენ იმას, რაც მე მომიმოქმედებია (თუმცა აქაც დასაზუსტებელია, თუ რას მედავებიან პატიოსანთა მაფიის წევრები), ისინი ხომ იღწვიან სამშობლოსათვიის, დემოკრატიისათვის, იბერიის გაბრწყინებისთვის. მოკლედ, ზოგი რისთვის და ზოგი რისთვის. მეც ვცადე მეძახა ასეთი რაღაცეები, მაგრამ გამიჭირდა.

არ გამომდის ეკლესიაში ლოცვა... არ მელოცვინება, არ შემიძლია ჟურნალისტურ ბალანსზე და ობიექტურობაზე ვიბაზრო - არ მჯერა ამის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვცდუნდები, რომ არ ჩავიდენ უზნეობას. შეიძლება ჩავიდინო - გააჩნია ცდუნების ხარისხს.

ძალიან ხშირად, როცა პატიოსანთა მაფია მიტევს, მათ თავდასხმებს ძალზედ ერთფეროვანი, მოსაწყენი იერი აქვს. თუმცა იმასაც ვხდები, რომ პატიოსნებს არ შეუძლიათ სხვაგვარად. ციხეში იყო ასე. ძველ ბიჭს თუ ვინმე ეტყოდა "მართალს მეუბნებიო?" ის ვალდებული იყო დაეძაბა და "შენ რა, ჩემს სიტყვაში ეჭვი გაპარებაო?" - ეკითხა. ასევეა პატიოსნების მაფიის წევრების შემთხვევაშიც. ისინი ვალდებულები არიან დაგმონ უზნეობის გამოვლინება. ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას. დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს. თუ რამე ფაქტები გინდათ, შემატყობინეთ და მოგწერთ. ამასთან, ბოლოში გამოხატეთ იმედი, რომ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42