ოჯახის წევრთა განცხადებით, კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გეწაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რათა ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.
მათივე თქმით, ბავშვს არავითარი პათოლოგია არ ჰქონდა და ექიმისგან მიიღეს დაპირება, რომ კარგად იქნებოდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკის ექიმებმა აღნიშნული პაციენტის ბაბუის მიერ პაატა გეწაძის ცემასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. ექიმების თქმით, ბოლო დროს ექიმებზე თავდასხმა გახშირდა, რაც მიუღებელია.
წლინახევრის დავით ვეფხვაძე იაშვილის სახელობის კლინიკაში 25 აპრილს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მწვავე რესპირატორული დაავადება გახდა.
გუშინ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა, აღნიშნულის გამო იაშვილის კლინიკის ექიმებმა დღეს აქცია გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები






