ჩვევები, რომლებიც ქალებს ნაადრევად აბერებს
საზოგადოება - 13:32, 28 Apr, 2014     3497

თქვენს წლოვანებასთან შედარებით ასაკოვნად გამოიყურებით? არ მოგწონთ ის, რასაც სარკეში ხედავთ? მაშინ გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და ჩვევებს, რადგან წლებს არასწორი კვება და ძილის მანერაც კი გვიმატებს. ექსპერტები ყურადღებას რამდენიმე სიბერის დამაჩქარებელ ფაქტორზე ამახვილებენ და გვირჩევენ მოვიშალოთ შემდეგი ჩვევები:

1. მრავალამოცანიანი დღის გრაფიკი

თუ თქვენი გასაკეთებელი საქმეების სიას ბოლო არ უჩანს და ცდილობთ ყველაფერი ერთ დღეში მოასწროთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეული იხდის ამის საფასურს. დაძაბული და დატვირთული ყოველდღიური ცხოვრება ზედმიწევნით აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე. ყველაფრის ერთად კეთების ნაცვლად, გვირჩევენ, კონცენტრირება ჯერ ერთ საქმეზე მოვახდინოთ და მისი დამთავრების შემდეგ შევუდგეთ მეორეს.

2. იშვიათად ამბობთ უარს დესერტზე

გარდა იმისა, რომ თქვენს სხეულს ზედმეტ კილოგრამებს უმატებს, თქვენი სიმსუნაგე სახესაც მატებს ასაკს. შაქრის მოლეკულები მყარად ჯდება ჩვენი სხეულის უჯრედებში და გლიკაციის ეს მავნე პროცესი იწვევს ტონუსის მოდუნებას, შეშუპებას, თვალების გარშემო შავ წრეებს და ნაოჭებს. სწორედ ამიტომ ახალგაზრდული იერის დიდხანს შესანარჩუნებლად ექსპერტები გვირჩევენ შევამციროთ ტკბილეულის დოზა.

3. ძილის ეკონომია

ეკონომიურად ძილი არამარტო თვალის ჩამუქებული უპეებით „დაგამშვენებთ“, არამედ პირდაპირ კავშირშია თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ძილის ნაკლებობა იწვევს ენერგიის სიმცირეს, გონებრივ სისუსტეს, კონცენტრირების და ასევე ჭარბი წონის პრობლემებს. ასე რომ, ადრე დაწექით და 7-8 საათი მაინც იძინეთ.

4. ტელევიზორი

გამოკვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც 6 საათის მანძილზე უყურებენ ტელევიზორს, 5 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებ დროს უთმობენ „მოლაპარაკე ყუთს“. ნუ შევიმცირებთ სიცოცხლის წლებს!

5. დღის უმეტესი მონაკვეთი ზიხართ

მჯდომარე ცხოვრების საფრთხეები კარგად ცნობილია: ისინი, ვინც უმეტეს დროს სკამზე ატარებენ ისეთი დაავადებების რისკის ქვეშ არიან, როგორებიცაა ხერხემლის, თირკმელის და გულსისხლძარღვთა პრობლემები. რომ აღარაფერი ვთქვათ ჭარბ წონაზე. ივარჯიშეთ და კიდევ ერთხელ ი ვ ა რ ჯ ი შ ე თ !

6. არ ხმარობთ თვალის კრემს

კანი თვალის გარშემო უფრო თხელია, ვიდრე სახის დანარჩენ ნაწილებზე და ასაკი მათ უფრო ადრე ეტყობათ. აუცილებლად გამოიყენეთ თვალის სპეციალური კრემები და დამატენიანებლები, რათა თავიდან აიცილოთ თვალის გარშემო კანის დაჭიმულობა და შესაბამისად ნაადრევი ნაოჭებიც.

7. მზისგან დამცავ კრემებს მხოლოდ შვებულებებზე ხმარობთ.

საქმეებზე სირბილის, მგზავრობის, მაღაზიებში წინ და უკან სიარულის დროს უფრო მეტი ზიანი ადგება თქვენს კანს, ვიდრე მთელი დღის მანძილზე პლაჟზე კოტრიალისას. სახის კანის ნაადრევი სიბერის ნომერ პირველი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, რომელიც ღრუბლიან და წვიმიან ამინდშიც კი მოქმედებს კანზე. ყოველ ჯერზე, როცა გარეთ გადიხართ წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

8. გადამეტებული მაკიაჟი

მთელი დღის მანძილზე მაკიაჟით სიარული სახის კანის ფორებს ანაგვიანებს და იწვევს კანის გაღიზიანებას. ასევე ხდება კანის ბუნებრივი ცხიმების გამოშრობა და სწორედ სიმშრალე აჩენს ნაადრევ ნაოჭებს.

9. როგორ გძინავთ?

მუცელზე ძილი, როცა სახით ბალიშში ხართ ჩამხობილი ასევე საზიანო სახის კანისთვის. ამ დროს კანის შემაერთებელი ქსოვილები სუსტდება და ნაოჭებსაც გზა ხსნილი აქვთ. მიეჩვიეთ ზურგზე ძილს ან იხმარეთ ატლასის თეთრეული.

10. მოხრილი ხართ?

საათების მანძილზე კომპიუტერთან ან მაგიდასთან არასწორ მგომარეობაში, გადახრილად, ჯდომა იწვევს ხერხემლის სხვადასხა დაავადებებს და პათოლოგიებს, რაც თქვენს ასაკზე და გარეგნობაზეც აისახება. პატარა ასაკშიც კი უკვე ხშირია სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება). ნორმალური წყობიდან ხერხემლის ამოვარდნას მოჰყვება კუნთების და ძვლების არანორმალური მდგომარეობა, რაც შემდეგ იწვევს წელისა და ზურგის ტკივილს. გაუფრთხილდით თქვენს ძვლოვან სისტემას.

წყარო: FEME





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42