„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ მეტროსადგურების მდგომარეობა აღარავის შეუმოწმებია.
როგორც „ვერსიასთან“ საუბსრისას მაჟავანაძე ამბობს, რომ თბილსის რამდენიმე მეტროსადგური რეაბილიტაციის შედეგად პლასტმასებით შეკეთდა.
„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მეტროსადგურების „წერეთელის“, „ახმეტელის“ „რუსთაველის“ და „300 არაგველის“ რეაბილიტაციის დროს გამოყენებული მასალა ადვილად აალებადია, რაც კანონის უხეში დარღვევაა. 4 წელია არავინ იცის რა მდგომარეობაშია გვირაბები, სად რამდენი წყალი ჩადის და ასე შემდეგ. ახალმა ხელისუფლებამ ეს თემა უნდა შეისწავლოს. უნდა დაიდოს დასკვნა, შეკეთდა თუ არა მეტრო აალებადი მასალით. მაშინ კედლები სხვა მასალით უნდა შეიცვალოს. მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით. საქმე ათასობით მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეხება“, - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოები კანონის სრული დაცვით განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურების მდგომარეობიდან გამომდინარე, საშიშროების არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






