ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი გამართა
საზოგადოება - 17:59, 27 Apr, 2014     952

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი უტარდებათ. სწავლებას ცესკო და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) უწევენ ორგანიზებას.

ტრენინგში იმ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის 29 წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებიც ბოლო არჩევნების მონაცემებით დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესებში იყვნენ ჩართული.

სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს საკანონმდებლო სიახლეებს, კენჭისყრის დღის პროცედურებსა და დამკვირვებელთა უფლებრივ მდგომარეობას, საარჩევნო დავებთან და განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ.

ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და მონაწილეებს თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დამკვირვებლების აქტიური ჩართულობა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვას უწყობს ხელს.

სწავლების ამოცანაა ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცედურების ერთგვაროვან აღქმას; ტრენინგი ასევე ისახავს მიზნად, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყონ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება.

ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი:

”თავისუფალიარჩევანი”, ”ახალითაობა-დემოკრატიული საქართველოსათვის”, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიისგან ვითარების ცენტრი, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ”ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”, საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42