შაშკინი მშობლებს რეაგირებას სთხოვს - ჰიპნოზით უნდა უმკურნალონ ბავშვებს?
საზოგადოება - 09:35, 28 Apr, 2014     2401

განათლების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში ფსიქოლოგიური ცენტრები გაიხსნება, სადაც ვიდეო და აუდიო ჩამწერი აპარატურა დამონტაჟდება. შესაბამისად, ფსიქოლოგის და მოსწავლის საიდუმლო საუბარი როგორც ვიდეო, ისე აუდიო ფაილზე აღიბეჭდება.

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნულ ინიციატივას უკანონოს უწოდებს და მშობლებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მისი განმარტებით, არ არსებობს გარანტია, რომ ფსიქოლოგის ოთახში ჩაწერილი ჩანაწერი მთელს სკოლაში არ „გაბაზრდება“.

„სკოლებში დაიწყეს ე.წ. ფსიქოლოგთა ოთახების მომზადება, სადაც იმუშავებენ ფსიქოლოგები. სასწრაფოდ დაიწყეს ამ ოთახების აღჭურვა ვიდეო და აუდიო სათვალთვალო აპარატურით. პირველ რიგში, არ არსებობს სტანდარტი ფსიქოლოგის, რომელიც სკოლაში იმუშავებს. საინტერესოა, როგორ იქნება დაცული ბავშვის უფლებები, როდესაც არ არსებობს რეგულაციები. არანაირი გარანტია არც ერთ მშობელს არ აქვს, რომ ის რაზეც ბავშვი ამ ოთახში ისაუბრებს, მერე მთელ სკოლაში არ იქნება „გაბაზრებული“. ბევრად უფრო ცუდი რაც ხდება არის ის, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ეს არ გადაიხედება. მე წავიკითხე მანდატურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ჰიპნოთერაპია ჩაწერილია ვიდეო და აუდიოაპარატურის მეშვეობით. ეს რა პრაქტიკაა? ჰიპნოზით უნდა უმკურნალონ ბავშვებს? საერთოდ ამ აპარატურის დამონტაჟებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან პროფესიონალი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფსიქოლოგის მუშაობის ჩაწერა აუდიო ან ვიდეო აპარატურით, რადგან აქ არის საიდუმლო მომენტები. მაინტერესებს, კაშპიროვსკის ხანაში ხომ არ ვბრუნდებით? მე მინდა ოფიციალურად გავაფრთხილო მშობლები, არ არსებობს ოფიციალური რეგულაცია, არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა და სტანდარტი ფსიქოლოგის მუშაობის საჯარო სკოლებში. ვაფრთხილებ მშობლებს ფაქიზად მიუდგნენ ამ საკითხს“, - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42