„ნიკამ ბილეთი აიღო საწრაფოდ და დღეს ჩამოდის, არ ვიცი რა გამოსავალს ნახავს. 17-ში ცენტრში ფესტივალი იხსნება და სად უნდა ჩატარდეს დაგეგმილი 7 კონცერტი?“ - ვკითხულობთ თეო ჯორბენაძის ფეისბუქის გვერდზე... იქვე სტატუსია
SOS!!! ეროვნული მუსიკალური ცენტრი ავრცელებს განხადებას იმის შესახებ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანდა სახურავი, სცენაზე წვიმს და ბათქაში ცვივა. სიცოცხლის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დღეს დაგეგმილი აღიარებული მუსიკოსების, პროფესორების კონსტანტინე ვარდელისა და ოთარ ჩუბინიშვილის კლასის კონცერტი გაიმართება, არა სცენაზე, არამედ ფოიეში.
აქამდე თითქოს უფრო მეტად გვაწუხებდა ამ შენობის ესთეტური მხარე, საშინელი საგრიმიოროები თუ საპირფარეშოები...გვერიდებოდა უცხოელი სოლისტების, მაგრამ დღეიდან ამ სცენაზე გამოსვლა და რეპეტიციების ჩატარება სიცოცხლისთვის გახდა საშიში...
მასალის გამოყენების პირობები






