მოდის სფეროში საკმაოდ ცნობილი სახე ნინო იოსელიანი ავღანეთიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. როგორც ნიუპოსტისთვის ნინოსგან გახდა ცნობილი ხუთ დღიანი ვიზიტი ცხელ წერტილში საკმაოდ საინტერესო პროექტს უკავშირდება.
ავღანეთში, მსოფლიოში ცნობილ ესპანელ მხატვართან ავგუსტო ფერერ-დელმაუმთან ერთად ვიყავი. ის ომების თემაზე ხატავს. მისი ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებშია გამოფენილი. ამჯერად გადაწყვიტა 25ნახატი ავღანეთში, ქართულ არმიაზე შექმნას, რის შემდეგაც ინგლისურ-ქართულ ენაზე გამოიცემა წიგნი. ამ წიგნის პრეზენტაცია და ნახატების გამოფენა თბილისში, ლონდონში, ნიუიორკში, მადრიდსა და პარიზში მოეწყობა. გვინდა მსოფლიოს გავაცნოთ თუ როგორი მებრძოლი და მამაცი ჯარი ჰყავს საქართველოს. ამ პროექტს მე ვხელმძღვანელობ, ამიტომაც იყო ჩემი ავღანეთში წასვლა აუცილებელი. მინდოდა ჩემი თვალით მენახა თუ რა ხდებოდა იქ, რა სიტუაცია იყო და რა არის საერთოდ ეს ყველაფერი.
-როგორი შთაბეჭდილებით ჩამოხვედი?
-ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ეს იყო ჩემთვის მოგზაურობა, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არასოდეს მქონია. საერთოდ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ამგვარი სიტუაცია და ასეთი რამ შეიძლება ისე იცხოვრო რომ ვერც განიცადო, მე ეს ყველაფერი ვნახე და განვიცადე. ქართველები სხვადასხვა ბაზებზე არიან განლაგებულები და ამერიკელებთან ერთად ყოველდღიურად სხვადასხვა ოპერაციებს ასრულებენ. ისინი ძირითადად იბრძვიან უსაფრთხოებისთვის. რომ ეს არეულობა შეწყდეს, აქედან გამომდინარე საქართველოს იქ ერთ-ერთი დიდი როლი აკისრია. მე არც ვიცოდი აქამდე მართლა ძალიან კარგად გაწვრთვნილი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები გვყავს ქართველებს. ძალიან კარგები, მეგობრულები და ძალიან მებრძოლები.
-ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილებას და ამ შენს გამბედაობას შიში არ სდევდა თან?
-შიში ყოველთვის არის, როცა ცხელ წერტილში მიდიხარ, მაგრამ იმდენად დიდი ინტერესი მაქვს ამ პროექტის მიმართ, რომ დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ძალიან მინდა ეს პროექტი გამოვიდეს და ისე გაკეთდეს როგორც დავგეგმეთ. ხელოვნების საშუალებით ეს ყველაფერი შეიძლება ლამაზად და ძალიან საინტერესოდ გადმოსცე. მითუმეტეს როცა ისეთი აღიარებული მხატვარი აკეთებს ამას, როგორიც ავგუსტო ეს ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს და წარმატებულიც გამოდის.
-როგორ შეხვდნენ ქართველ ლამაზმანს იქ მყოფი ქართველი ჯარისკაცები?
-ძალიან დავმეგობრდით, სულ ერთად ვატარებდით დროს, მე ვნახულობდი ისინი როგორ, გეგმავდნენ, მიდიოდნენ ოპერაციებზე, პატრულირებაზე, მხიარულები, პოზიტიურები და დადებითი ადამიანები არიან, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი მათ გვერდით.
-სამხედრო წვრთნა შენც ხომ არ გაგივლია?
-ვისწავლე როგორ ჩავიცვა ბრონის ჟილეტი, როგორ ვიფრინო სამხედრო თვითმფრინავით. როგორ გადავიკიდო და ვატარო იარაღაი, სროლაში არ მივარჯიშია, რადგან იქ არ შეიძლებოდა, თუმცა ძალიან დამაინტერესა ამ ყველაფერმა და დიდი სიამოვნებით გავივლიდი მოსამზადებელ წვრთნებს... მინდა თითოეულ მათგანს წარმატება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო. ისინი იმდენად პროფესიონალები არიან, დარწმუნებული ვარ გაუმკლავდებიან. ადამიანი როდესაც იქ მიდიხარ უკვე შინაგანად ხარ მზად ამ ყველაფრისთვის. ეს ძალიან დიდი სიმამაცეა და ეს პროფესია, ბევრად უფრო დაფასებული უნდა იყოს საქართველოში და ბევრად უფრო დიდ პატივს უნდა ვცემდეთ ჩვენ მათ.
მასალის გამოყენების პირობები






