„ასეთი ამაზრზენი, არასასიამოვნო და საზიზღარი გადაცემა და წამყვანი დიდი ხანია არ მინახავს“ - ასეთია ერთ-ერთი ტელემაყურებლის შეფასება. ვრცელი წერილი ამგვარი დასაწყისით შალვა რამიშვილმა პირად მიმოწერაში მიიღო და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაასაჯაროვა... წერილს ტელემაყურებლის ფოტო და თავისი კომენტარიც დაურთო...
შალვა რამიშვილი: ამ შოუს ჩემთვის უეკლოდ არ ჩაუვლია. აი ამ ადამიანმა Malchas Sepiashvili · (იხ ფოტო)კრიტიკის ქარცეცხლში გამატარა. განსაკუთრებით დამიწუნა გარეგნობა და ვიზუალური იმიჯი. მადლობთ ასეთი გულწრფელობისთვის ბნო მალხაზ... აი რა დაწერა მან...
"ასეთი ამაზრზენი, არასასიამოვნო და საზიზღარი გადაცემა და წამყვანი დიდი ხანია არ მინახავს საქართველოს ტელევიზიაში. იმედის სირცხვილი... ვეძებდი, იქნებ რაღაც, იქნებ...მეუხერხულება, ამ შალვას ლანძღვა,ისედაც საკმაოდ დასაჯა ღმერთმა, რომ აუტანელი სატელევიზიო ამბიცია აჩუქა, მინდა სტილისტის წარმატებულ ნამუშევარს შევეხო; იშვიათად მოახერხებს ვინმე, ასე ოსტატურად გამოაშკარავოს და ხაზი გაუსვას ყველა იმ სიმახინჯეს, რომლებიც ამ ერთ ადამიანშია, განსაკუთრებით აურჩიოს ისეთი სათვალეები, რომელიც ღორს დაამგავნებს. აღსანიშნავია, შალვას პლასტიკა და დიდოსტატობა ფრანგული კოცნის.მინდა ვურჩიო, ამ ტანწერწეტა, სექსუალურ, საოცარი მოქნილების მქონე – ახალი იმედის ტელესახეს, რომ გულს ნუ გაიტეხს, რამეთუ შეუძლებელია ყველაფერში ერთნაირად წარმატებული იყოს!"

Shalva Ramishvili ბნო მალხაზ თბილისში ხართ? შეიძლება მოგიწვიოთ შოუში და იქ მითხარით თქვენი აზრი...
Malchas Sepiashvili შალვა, მე საქართველოში არ ვცხოვრობ. ნუ გეწყინებათ, არავითარი ცუდი განზრახვა ან პირადული დაინტერესება არ მაქვს, უბრალოდ გულდასაწყვეტია, როდესაც სხვას ომახიანად აკრიტიკებ და თვითკრიტიკას კარგავ. მჯერა, არც თქვენ მოგეწონათ ეს შედევრი...მე კარგად მესმის თქვენი, ვფიქრობ უადგილო იყო ჩემი სურათის ჩასმა, ამით რისი თქმა გსურდათ ვერ გავიგე... ისე სიამოვნებით მოგცემდით რამდენიმე რჩევას, თუ გნებავთ...
Shalva Ramishvili ეთერში ხო?
Malchas Sepiashvili თქვენ აიგდეთ ქართველი მაყურებელი ასეთი უსინდისო , მდაბიო და დაბალი ხარისხის სატელევიზიო ეთერის დაკავებით, დიდი იუმორის გრძნობა უნდა გქონდეს,რომ უწოდო შოუ...გადაახვიეთ და ნახეთ ეს საზიზღრობა და თუ სინდისი ცოტა მაინც შეგრჩათ, დამეთანხმებით, რომ ტელევიზია თქვენთვის არაა,რამეთუ შოუმენი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებთანაც თქვენ ახლოსაც ვერ ხართ.შეიძლება წარმატებული იყო ნაციონალების ლანძღვაში, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას თავი შოუმენად ჩათვალო და თან ისიც ვერ მიხვდე,თქვენნაირმა არარაობამ,როგორც ტელეწამყვანმა,ვინ არ უნდა გააკრიტიკო.არ დამიწყოთ ახლა ნაციონალი ხარო!
მასალის გამოყენების პირობები






