ცესკოს საინფორმაციო კამპანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის
საზოგადოება - 16:09, 26 Apr, 2014     2006

ცესკოს საიმიჯო და ინფორმაციული რეკლამა მედიის თითქმის ყველა საშუალებას მოიცავს და რამდენიმე მიზანს ემსახურება:

მოქალაქეების მოტივირება მათი საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად,

საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,

თითოეული ამომრჩევლის და არჩევნებში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარის: ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური უმცირესობების დროულად და ამომწურავად ინფორმირება წინასაარჩევნო და კენჭისყრისდღის პროცედურების შესახებ,

საზოგადოებისთვის ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გაცნობა,

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობადობის გაზრდა.

ცესკოს საიმიჯო და საინფორმაციო რეკლამები განთავსდება ცენტრალური, რეგიონული ტელევიზიების და რადიოების ეთერში, ბეჭდურ მედიაში, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე და ინტერნეტ პორტალებზე. ცესკოს საინფორმაციო კამპანია ასევე მოიცავს გარე რეკლამას, რომელიც განთავსდება ქუჩის ბანერებზე, ვიდეო კლიპები კი მეტროსადგურებში არსებულ ეკრანებზეც იტრიალებს.

24 აპრილიდან თითქმის ყველა ტელევიზიის და რადიოს ეთერში გადის ცესკოს პირველი საიმიჯო ვიდეო კლიპი. დღეიდან კი რეკლამა განთავსდება ქართულ ინტერნეტ სივრცეში. 25 აპრილიდან საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვიდეო-პორტალ “myvideo.ge”-ზე განთავსდა წინასაარჩევნო ტელე-დაიჯესტი, სადაც თავმოყრილია ქართულ ტელე სივრცეში საარჩევნო თემატიკაზე მომზადებული სიახლეები. ეთერში გასული და შემდეგ უკვე დაიჯესტის სახით მომზადებული სიახლეები ითარგმნება რუსულ და ინგლისურ ენებზე. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მაქსიმალურად ეფექტურ ნფორმირებას.

სარეკლამო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

ცესკოს საინფორმაციო კამპანიის მთავარი სლოგანია ”ჩვენ ვითვლით ადამიანების ნებას”, რაც ასახავს როგორც საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ ფუნქციას.

საინფორმაციო კამპანიის ერთიანი კონცეფცია ითვალისწინებს და ეხმაურება დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, საჭიროებებს და მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42