კათოლიკე ეკლესია ქართულ მედიას მოუწოდებს, რომის პაპზე სიცრუეს ნუ ავრცელებენ
კათოლიკე ეკლესია ქართულ მედიას მოუწოდებს, რომის პაპზე სიცრუის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.
ამის შესახებ ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
”თავშივე აღვნიშნავთ, რომ კათოლიკე ეკლესია პატივს სცემს მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულებას. პრესა თავისუფალი უნდა იყოს მიკერძოებისა და რელიგიური ჯგუფების გავლენისგან, ის საზოგადოებას მისი ხვედრის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს, ფაქტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებით.
იმის მიუხედავად, რომ მიზნად არ გვაქვს ჩავერიოთ რომელიმე მედიის მუშაობასა და დამოუკიდებლობაში, საჭიროდ მიგვაჩნია, თხოვნით მივმართოთ პრესის წარმომადგენლებს, მოერიდონ პაპი ფრანცისკეს ან რომელიმე კათოლიკე იერარქის განცხადებების გამოგონებას ან ცრუ წყაროებიდან თარგმანს (ამგვარი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ნებისმიერი რელიგიისადმი).
ასეთი საქციელით მედია სიმართლეს ვერ გაუწევს ჯეროვან სამსახურს. კათოლიკე ეკლესია აცნობიერებს პაპი ფრანცისკეს მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც მისი გამორჩეული მწყემსობის სტილიდან გამომდინარეობს. პრესა უზენაესი პონტიფექსის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს. თუმცა უცხოეთშიც და საქართველოშიც მოიძებნებიან ჟურნალისტები, რომლებიც მზად არიან საზოგადოებას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე შეასაღონ იმგვარი ინფორმაცია, რომელიც არც პაპსა და არც ვატიკანის პრესსამსახურს არ უთქვამს. ნამდვილად, პაპი ფრანცისკე საუბრობს თავისუფლად და ხშირად მისი ნათქვამის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია, ამას ყველა ჩვენგანი დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ათქმევინო პაპს ნებისმიერი რამ, და ხალხიც დააჯერო ამაში.
ჩვენ ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებსა და კეთილი ნების ყოველ ადამიანს, გადაამოწმონ ინფორმაცია რესპექტაბელურ წყაროებში, ან დაუკავშირდნენ კათოლიკე ქართველთა ადმინისტრაციას. ვიმედოვნებთ, მომავალში დეზინფორმაციის გავრცელებასა და კათოლიკეთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას ადგილი აღარ ექნება”, - ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა