„ჩემი შვილიშვილები მრავალი წლის წინ დაიღუპნენ. მე კი, რატომღაც, სიკვდილს დავავიწყდი. "ინდოელი მაჰაშტა მურასი (Mahashta Mûrasi) აცხადებს, რომ 1835 წლის იანვარში დაიბადა , იგი არის არა მხოლოდ ამჟამად ყველაზე ასაკოვანი ადამიანი მსოფლიოში, არამედ, გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი ადამიანიც.
ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაჰაშტა მურასი დაიბადა 1835 წლის 6 იანვარს, ბანგალორში, საკუთარ სახლში. 1903 წლიდან ის ცხოვრობდა ვარანასიში, სადაც 1957 წლამდე მუშაობდა კიდეც, ანუ პენსიაში 122 წლის ასაკში გავიდა.
„ვცხოვრობ რადგან, სიკვდილს დავავიწყდი, - აცხადებს მაჰაშტა მურასი . ვფიქრობ, რომ უკვდავი ვარ, ან რაღაც ეგეთი“.
WorldNewsDailyReport.com - ის ინფორმაციით მაჰაშტა მურასის აქვს თავისი ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა სამედიცინო გამოკვლევებს მისი ასაკი ჯერ არ დაუდასტურებია.
მასალის გამოყენების პირობები






