შსს-მ ICDO-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 18:29, 25 Apr, 2014     1248

24-25 აპრილს ჟენევაში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის („ICDO“) გენერალური ასამბლეის მორიგი სესია გაიმართა. მასში 50 ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის უწყების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

სესიაზე საქართველო სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად აირჩიეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 2014-2018 წლებში აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის დირექტორ ზვიად ქაწაშვილს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „სამოქალაქო თავდაცვის რაინდი“-ს წოდება მიანიჭა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მედლით დააჯილდოვა. „ICDO“-მ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს საჩუქრად გადასცა ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი, რაც სხვადასხვა სახის სამაშველო აღჭურვილობას და ტექნიკურ მოწყობილობას მოიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ჟენევაში გამართული შეხვედრების ფორმატში სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათა ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრებზე საქართველოსა და მთელ რიგ ქვეყნებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხაზით ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42